www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტთა მრჩეველი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 5 აგვისტო

სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: კლიენტთა მრჩეველი
ექვემდებარება: სალარო ოპერაციების განყოფილების უფროსს/სერვის-ცენტრის მმართველს

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;
** სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00, შაბათი - 13:00 საათამდე);

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
** სასესხო თანხების გაცემა ორგანიზაციის მსესხებლებზე;
** ფულადი გადარიცხვების მიღება;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
** ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
** ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კრედოს სასარგებლოდ ოქროს ჩანთის ბანკში შენატანების დათვლა და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1- წლიანი საბანკო გამოცდილება მოლარის / მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;
** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების განხრით ან სხვა მსგავს სფეროში;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, კლიენტების თავაზიანად მომსახურება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

გამოაგზავნეთ CV ელ. მისამართზე CV@credo.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "კლიენტთა მრჩეველი თბილისში".

დედლაინი - 2020 წლის 5 აგვისტო.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |