www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომარაგების მტვირთავი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას მომარაგების მტვირთავის თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

მოვალეობები:

** მიღებული დავალების მიხედვით პროდუქციის მოგროვება;
** სადისტრიბუციო მანქანაში პროდუქციის ჩატვირთვა;
** პროდუქციის მისამართზე მიტანა, ადგილზე შემოწმება და მონტაჟი;
** ნებისმიერი საქონლის გადაადგილება რაც დაკავშირებულია საწყობის გამართულ მუშაობასთან.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.

აღნიშნულ პოზიციაზე ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა, 20 წლიდან 35 წლამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2020 წლის 25 აგვისტომდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |