www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: WordPress დეველოპერი
მომწოდებელი: Envirotech
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

"Envirotech" საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში ოთხი წელია, რაც ფუნქციონირებს. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო და უკვე თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებით შევძელით ამ მიზნის განხორციელება.

კომპანიის ოპერაციული არეალი მოიცავს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს.

ამჟამად ჩვენი მარკეტინგის გუნდისთვის ვეძებთ WordPress დეველოპერს.

სამუშაოს აღწერა:

** ახალი დიზაინის და ფუნქციონალების შემუშავება და განხორციელება
** დიზაინერის მიერ აწყობილი ვიზუალის ზუსტად გადატანა ვებსაიტის დიზაინზე
** SEO-მეგობრული საიტის სწორი სტრუქტურით აწყობა
** დიზაინერებისა და კონტენტის გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია საიტისთვის ინოვაციური იდეების შესამუშავებლად;
** ყოველდღიური სამუშაოს მოცემულ ვადებში შესრულება.

სამუშაო ვალდებულებები:

** ტექნიკური დავალების მიხედვით კოდების წერა;
** ლოგიკის აწყობა;
** სკრიპტების და მოდულების შექმნა;
** ბაგების აღმოჩენა და შესწორება.

მოთხოვნები:

** გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით;
** Front-End ტექნოლოგიებთან გამოცდილება (HRML5, CSS3, JavaScript)
** WordPress, SQL, JavaScript, HTML5, CSS3 HTML5 and jQuery-ის ცოდნა
** რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

კანდიდატების მიმართ დამატებით უპირატესობად ჩაითვლება შემდეგი:

** უმაღლესი განათლება სპეციალობით მათემატიკა/პროგრამირება;
** SEO Tool-ების ცოდნა (Ahref, Semrush, Analytics)
** დაპროგრამების სხვა ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: n.bukurauli@envirotech.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |