www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა გადაზიდვების მმართველი კოორდინატორი
მომწოდებელი: Index
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

"Index" აცხადებს ვაკანიას შიდა გადაზიდვების მმართველი კოორდინატორის პოზიციებზე.

შპს "Index Group" დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ და წარმოადგენს ევროპის საუკეთესო და წამყვან ბრენდებს. კომპანიის მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო მასალების სრული გამა (ავეჯი, განათება, მოსაპირკეთებელი მასალები).

განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით).

სამუშაოს აღწერილობა:

** ლოჯისტიკასთან - ტვირთის შიდა გადაზისვებთან (საქართველოს ტერიტორიაზე) დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება; სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფის (მტვირთავები) მუშაობის კოორდინირება და მართვა;
** შიდა ტრანსპორტირების ორგანიზება; დამკვეთთან დანიშნულების ადგილზე ტვირთის დროული მიწოდება და გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის საფუძველზე;
** შეკვეთების დამუშავება, ტვირთების გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულება; გადაზიდვის სრული ციკლის - საწყობიდან დამკვეთის მისამართზე მიწოდება და ჩაბარება - კოორდინაცია;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; საწყობში მარაგების განაწილების კონტროლი საწყობის ხელმძღვანელთან ერთად;
** ტვირთების გადაზიდვა საწყობიდან შოურუმში და პირიქით;
** საქმიანობის შედეგზე ორიენტირება, ყოველდღიური დავალებების შესრულება; საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების ჯეროვნად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა B, C კატეგორია და ტვირთმზიდი ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ასაკი: 30 წელზე ზევით;
** სქესი: მამრობითი

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო ჯგუფის მართვის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, სწრაფი აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა; ენერგიულობა;

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (!) შემდეგ მისამართზე: careers@index.com.ge

სავალდებულოა "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "შიდა გადაზიდვების მმართველი კოორდინატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |