www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: პეპელა
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობებია:

** საჭირო რეპორტების აწყობა და შესაბამისი ფორმით ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** რეპორტების მოსამზადებლად არსებული მონაცემების ანალიზი;
** რეპორტინგის სისტემის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება რეპორტინგისა და ანალიტიკის მიმართულებით;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით, Excel-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა; სასურველია MC Power BI-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი;
** ოპერატიული;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი - 09:30 - 18:00
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თ. იოსებიძის #49

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი შემდეგ ბმულზე: http://hr.palitra.ge/vacancy/0xae3d005056a2625311eacfeef86906b7 2020 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |