www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: Helix Nebula Capital
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

კომპანია "Helix Nebula Capital" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: 600 ლარი NET
ჯანმრთელობის დაზღვევა
სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შესვენება 1 საათი, შაბათი-კვირა დასვენების დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
** RS -ზე ზედნადებების ატვირთვა და საჭიროების შემთხვევაში მათი კორექტირება;
** RS - ის და ბუღალტრულ პროგრამა FINA-ს მონაცემების შესამბამისობის მუდმივი კონტროლი;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი;
** კონტრაგენტებთან შედარებების წარმოება სისტემატიურ რეჟიმში;
** კონტრაგენტების და თანამშრომლების FINA- ში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე; Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამა FINA - სთან მუშაობის გამოცდილება.
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ზოგადი ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@helixnebulacapital.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |