www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბავშვო ბაღის მასწავლებელი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

"თანამედროვე განათლების აკადემია" არის კერძო სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც ვქმნით ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს. ჩვენი პრიორიტეტია მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება. აკადემიაში მიდგომები არის მოსწავლეზე კონცენტრირებული.

"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს შიდა კონკურსს საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანამდებობაზე.

ვაკანსიის რაოდენობა: 4
სამუშაო დატვირთვა და ხანგრძლივობა: 09.00 სთ-18.00 სთ
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15.08.2020
სამუშაოს დაწყების თარიღი: 31.08.2020

სამუშაოს აღწერილობა:

** სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და ზრუნვა მის განვითარებაზე;
** სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
** მშობლებთან კომუნიკაცია;
** სასწავლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი და/ან შესაბამისი პროფესიული განათლება;
** სკოლამდელ დაწესებულებაში აღმზრდელად/მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
** სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტების, რეგულაციებისა და დოკუმენტების ცოდნა (აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები, ბავშვის უფლებათა კონვენცია, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარების მოტივაცია; კომუნიკაბელურობა, გუნდში და გუნდთან მუშაობის უნარები;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა სამომხმარებლო დონეზე;

დამატებითი მოთხოვნა: სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე.

კონკურსში მონაწილეობა კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

** მოკლე ავტობიოგრაფია,
** სამოტივაციო წერილი.

შერჩევის პროცედურა: კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატთა შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება კანდიდატის პედაგოგიური უნარები და გამოცდილება.

საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@cea.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |