www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი
გრაფიკი: 08:00 - 17:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ფუნქცია-მოვალეობები:

** იატაკის დაგვა და მოწმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებების გამოყენებით;
** ავეჯის (მაგიდები, კარადები, სკამები) და ტექნიკური აღჭურვილობის გაწმენდა;
** ნაგვის ურნების დაცარიელება და ნაგვის გადაყრა;
** ოფისის შიდა მინებისა და სარკეების გაწმენდა სპეციალური სითხეების გამოყენებით;
** სამზარეულოს ნიჟარის, კარადების, მაგიდების, მაცივრის გაწმენდა;
** საპირფარეშოს ნიჟარებისა და უნიტაზების გაწმენდა სპეციალური სითხეების გამოყენებით; სველი წერტილების დეზინფიცირება;
** საწყობის, მასში არსებული ოთახების, საპირფარეშოებისა და ეზოს დასუფთავება;
** საწყობში არსებული მაცივრების გაწმენდა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არასრული საშუალო, საშუალო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის ცოდნა.

უნარები და პიროვნული კომპეტენციები:

** დაკვირვების, დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
** შრომისმოყვარე;
** მოწესრიგებული;
** დიდი ხნით ფეხზე დგომის შესაძლებლობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 27 აგვისტო, 2020 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: hr@engadi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |