www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ეველაინ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

კომპანია "ეველაინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ბრენდულ მაღაზიებში.

"ეველაინ ჯორჯია" "Eveline Cosmetics"-ის ოფიციალური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი კომპანიაა საქართველოში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების და გადმოცემის უნარი.
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, ენერგიული.
** ორგანიზებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.
** ასაკი: 25-დან 35 წლამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
** პროდუქციის განლაგების კონტროლი და მერჩენდაიზინგი.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, მისამართზე: info@evelinegeorgia.ge (ფოტოსურათის გარეშე კანდიდატურა არ განიხილება).

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |