www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავალი ნაწილის ხელოსანი - 1
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

კომპანია "ჯი თი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სავალი ნაწილის ხელოსნის პოზიციაზე.

შპს "ჯი თი გრუპი", საქართველოში რეგისტრირებული ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კერძო კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: http://gtgroup.ge/

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია)
** რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).

ძირითადი მოვალეობა:

** ძრავის ზეთის და ფილტრების შეცვლა;
** საწვავის, ჰაერის, ჰიდრავლიკის, გადაცემათა და გამანაწილებელი კოლოფის და ხიდების - ზეთების და ფილტრების შეცვლა;
** ანტიფრიზის შეცვლა;
** სამუხრუჭე სისტემის შემოწმება დაშლა/აწყობა, შეკეთება ან დეტალების შეცვლა;
** გადაცემათა კოლოფის მოხსნა/დაყენება;
** გადაბმულობის შემოწმება და შეცვლა;
** გამანაწილებელი კოლოფის მოხსნა/დაყენება;
** წინა და უკანა ხიდების მოხსნა/დაყენება;
** სავალი ნაწილის შემოწმება და დაშლა/აწყობა;
** საჭის სისტემის შემოწმება, დაშლა/აწყობა;
** ავტობუსის კარის მოხსნა/დაყენება;
** ავტობუსის კარის ჰაერის და მექანიკური სისტემის დაშლა/აწყობა, რეგულირება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gtgroup.ge 2020 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |