www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: მეტალონი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

"მეტალონი" არის მზარდი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ქართული კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს 2016 წლიდან. კომპანია 100% ქართული კაპიტალითა დაარსებული და ბაზარზე ქარხნული სტილით შექმნილი ლითონის კარების წარმოების პიონერია.

"მეტალონის" საწარმო აღჭურვილია ლითონის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს, კერძოდ - შესთავაზონ მომხმარებელს გამორჩეული ხარისხის ლითონის კარები და მათი რეალიზაციის თანმდევი სერვისები. "მეტალონის" მიერ წარმოებულ კარებებს არ ყავს ადგილობრივი ანალოგი და იმპორტირებული საქონლის ღირსეული კონკურენტია, როგორც ხარისხით ასევე ფასით. კომპანიამ ოპერირების მოკლე ვადაში შეძლო ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება და დღესდღეობით "მეტალონის" ხარისხს ენდობა ათეულობით კორპორატიული კლიენტი და ასობით კერძო მომხმარებელი.

კომპანია "მეტალონი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** კლიენტებისათვის პროდუქციის უპირატესობების გაცნობა და შეთავაზება
** კლიენტების მოზიდვა
** პროდუქციის გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** ენერგიული
** კომუნიკაბელური
** შრომისმოყვარე
** პუნქტუალობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა

სამუშაო დრო: სამშაბათი-კვირა, 10-დან 20 საათამდე.
მისამართი: დომინოს ისთ ფოინთის ფილიალი,

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV თანდართული ფოტოთი ელფოსტაზე: hr@gardis.ge 25 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |