www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფიზიკური თერაპევტი
მომწოდებელი: მიელინი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

ორგანიზაცია "მიელინი" არის ბავშვთა და მოზარდთა კონსულტაციის, დიაგნოსტირებისა და ინტერვენციის ცენტრი, რომლის მისიაა ხარისხიანი მომსახურებების შეთავაზება განვითარების რისკის, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

შერჩევის ეტაპები და პროცესები:

კადრის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა; წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება

პოზიცია: ფიზიკური თერაპევტი
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის და კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)

მინიმალური სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრის დიპლომი
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: Microsoft Office; Power Point, Google Drive.
** ფიზიკური თერაპიის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ბობატით თერაპიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)

ზოგადი მოთხოვნები:

** ინგლისური და/ან რუსული ენის B-1 დონე (ან დასახელებული ენებიდან ერთი მათგანის მინიმუმ სასაუბრო დონეზე ცოდნა)
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ტიპური ან ატიპური განვითარების ბავშვებთან - კერძოდ: აუტიზმის, ცერებრული დამბლის, ინტელექტუალური შეფერხების, ენისა და მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებთან);
** პროფესიული განვითარების სურვილი;
** კარგი მეტყველებისა და აკადემიური წერის უნარები;
** პოზიტიურობისა და კომუნიკაბელურობის ქონა;
** მიღწევის მაღალი მოტივაცია;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** კარგი დროისა და რესურსების მენეჯმენტი;
** გარემოში სწრაფად ადაპტაციისა და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** სტრესგამძლეობა;

ძირითადი მოვალეობები:

** რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება ინტერდისციპლინურ გუნდთან ერთად (ბავშვთა ნევროლოგი, განვითარებისა და კლინიკური ფსიქოლოგები, ფიზიკური თერაპევტები, ენისა და მეტყველების თერაპევტები, ქცევითი თერაპევტები, ოკუპაციურ თერაპევტები თუ სხვ.) როგორც ინდივიდუალურად ბავშვთან, ასევე მშობლით გაშუალებული თერაპიული სესიებით.
** ბავშვის შეფასება სხვადასხვა შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით, ინდივიდუალური სამუშაო წლიური გრაფიკის და რეაბილიტაცია აბილიტაციის გეგმის შემუშავება ინტერდისციპლინურ გუნდთან (მშობლის/მზრუნველის ჩათვლით) ერთად;
** ბავშვის/მოზარდის ინდივიდუალური ქეის ფოლდერის მოწესრიგება, მათ შორის ელექტრონულად გუგლ-დრაივზე;
** საკუთარი განხორციელებული ვიზიტების შეყვანა ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში;
** კრებებზე დასწრება და მონაწილეობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით); სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო დეტალები მისამართზე: Myelinngo@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/MyelinKutaisi

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 568 047 722



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |