www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

კომპანია "ჯი თი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე:

შპს "ჯი-თი გრუპი", საქართველოში რეგისტრირებული ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კერძო კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: http://gtgroup.ge/

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; (MS Word, MS Excel, PowerPoint)

ძირითადი მოვალეობა:

** მწარმოებლის კატალოგში სათადარიგო ნაწილების მოძიება;
** სამუშაოს შესასრულებლად მწარმოებლის მიერ დადგენილი ნორმა საათების მოძიება;
** სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შემდეგ, დეფექტური აქტის მომზადება;
** ხელოსნების რეალურად შესრულებული სამუშაო დროის კონტროლი;
** მწარმოებელ კომპანიასთან ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
** მწარმოებელი კომპანიის ინჟინრებთან უშუალო ურთიერთობა და დაზიანების სავარაუდო მიზეზის დადგენა; (ე.წ. თიქეთინგ სისტემით ან ელ. მისამართით)
** საგარანტიო მოთხოვნების გაგზავნა და მათი კონტროლი
** სატრანსპორტო საშუალების დროული შეკეთების კონტროლი.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gtgroup.ge 2020 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |