www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას მოლარე - რეგისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეული, შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა და მათი იდენტიფიცირება, დაფინანსების წყაროების გარკვევის ორგანიზება;
** პაციენტების ინფორმირება სერვისის ღირებულების შესახებ;
** დამფინანსებელი ორგანიზაციის დაუყოვნებელი ინფორმირება შეტყობინების ბარათის შესაბამისად;
** შესაბამისი მიმართულების ინფორმირება მომსახურების საფასურის გადახდის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით და ხეშეკრულების გაფორმება;
** მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია, რიგითი ნომრის მინიჭება, ამბულატორიული მიმართვის ბარათის გახსნა, ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება და სამედიცინო ისტორიის გახსნა;
** სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად;
** გადაუდებელი შემთხვევების (ამბულატორია/სტაციონარი) შესახებ შეტყობინების ატვირთვა ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე;
** პაციენტის მომსახურებასთან დაკავიშრებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და არქივაცია/შენახვა არსებული წესების დაცვით, კომპეტენციის ფარგლებში;
** შესრულებული სამუშაოს წარდგენა/ანგარიშგება შესაბამის მიმართულებებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა სასურველია
** გამართულად მეტყველების და წერილობითი გადმოცემის სათანადო უნარი
** სწრაფი ათვისების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სისხარტე და ოპერატიულობა, გუნდური მუშაობის, კომუნიკაბელურობის და დაძაბულ სიტუაციაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
** უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე, ჯანდაცვის ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილებას

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 აგვისტო, 2020 წ.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მარნეული -მოლარე რეგისტრატორი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |