www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთარგმნელი - ინგლისური, ქართული
მომწოდებელი: translateservice.ge
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

"TranslateService" აცხადებს ვაკანსიას მთარგმნელის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების თარგმნა;
** რედაქტირება;
** თარგმანის დამოწმება;
** პასუხისმგებელია სამსახურში იმყოფებოდეს დროულად და საჭიროების შემთხვევაში იმუშაოს ზეგანაკვეთურად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინგლისური ენის დიპლომი სავალდებულოა), სასურველია თარგმანმცოდნეობის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება რუსული ენის მცოდნე კანდიდატებს;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზირებულობა, პუნქტუალურობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა;
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის და კომუნიკაციის კარგი უნარი;

სამუშაო ადგილი: ოფისი, 10:00-დან 18:00-მდე. შაბათ-კვირის გარდა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr.translateservice.ge@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ: ინგლისური ენის მთარგმნელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |