www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

სასტუმროების ქსელი "City Hotels" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue", აღმაშენებლის #40 ბ; სასტუმრო "City Center", თამარ მეფის #24).
გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები.
ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი (+ ბონუსები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** სასურველია მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა და სასტუმრო ოთახამდე მიცილება;
** სტუმრის ბარგის ორგანიზებულად მიტანა/გამოტანა;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: cityhotels.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |