www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 7 აგვისტო

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000615
ადგილმდებარეობა: ბათუმი
მოქმედების ვადა: 07.08.2020
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი
** გაყიდვები - 3 წელი
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** MS Office ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** გაყიდვების ხელშეწყობა, ავტომობილების რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა და საცალო მომხმარებელთა პორტფელის გაზრდა;
** პოტენციურ მომხმარებელთან შეხვედრა და ახალი მომხმარებლების მოძიება;
** კომპანიაში შემოსულ მომხმარებელთა დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმოება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
** ტესტ-დრაივების ორგანიზება შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** აქსესუარების რეალიზაციის სტიმულირება - აქსესუარების კატალოგის შესწავლა, ავტომობილების სხვადასხვა მოდელებისთვის ეფექტური კომბინაციების შემუშავება და მომხმარებლებისთვის შეთავაზება;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება;
** ავტომობილების გაყიდვის შემდგომი follow up - ის განხორციელება;
** მონაცემთა ბაზების წარმოება, პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
** გაყიდვების ტენდენციებზე დაკვირვება და შესყიდვების გეგმის დაფიქსირებული ტენდენციის მიხედვით შემუშავება;
** კონკურენტული ბაზრის მონიტორინგი - დინამიკის შეფასება, ფასების შედარება;
** რეგიონალური წარმომადგენლობის მიერ დაწესებული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა; მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების ყოველთვიური აუდიტის შედეგების ანალიზი, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება, დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრასა და მაქსიმალური შედეგების მიღწევაზე ზრუნვა;
** Stock-ისა და რეზერვაციების მუდმივი მონიტორინგი;
** ავტომობილების ყოველთვიური შეკვეთების განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტთან აქტიური კოორდინაცია და განვითარების ხელშეწყობა;
** პერიოდული რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტთან.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/615



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |