www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ERP ოპერატორი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

შპს "G&A Group" წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში 1C ERP ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (08:00-17:00)

ძირითადი მოთხოვნები:

** ოპერატორად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** 1C ERP სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

ძირითადი მოვალეობები:

** ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება და RS-ზე აქტივაცია;
** ინფორმაციის მიმოცვლა საწყობის ოპერატორებთან;
** პროგრამაში ნომეკლატურების წონების კონტროლი/კორექცია;
** პროგრამაში ნომეკლატურების ფასების კონტროლი/კორექცია;
** დაბრუნებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
** ანგარიშგების წარდგენა ადმინისტრაციასთან მოთხოვნის შესაბამისად.

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სწრაფ და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მათემატიკური ანალიზის უნარი.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათით მისამართზე: hr@gagroup.com.ge. ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |