www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

კომპანია "Tbilisi Medic" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

Tbilisi Medic 10 წელია ახორციელებს სამედიცინო პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტებისა და არსებული და პოტენციური კლიენტების სრულყოფილად შესწავლა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
** ადგილობრივ ბაზარზე არსებული კომპანიებისთვის შეთავაზებების გაკეთება, შეხვედრების ორგანიზება, მათგან შეკვეთების მიღება, კოორდინაცია და კონტროლი;
** არსებული პროდუქტებითა და კლიენტებით ბაზარზე განვითარების შესაძლებლობების
ძიება/აღმოჩენა;
** კომპანიის არსებული პროდუქტებით გაყიდვების უზრუნველყოფა;
** არსებულ კლიენტებთან დამატებითი პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობების აღმოჩენა, განხილვა/არგუმენტაცია და გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი;
** გამოცდილება სამედიცინო გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ემპათიის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 სთ
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქ. ლუბლიანას 28ა (დიღომი)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@tbilisimedic.ge 2020 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |