www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი მისიაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებისა და, საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის სოციალური არხების (facebook, instagram და სხვ.) განვითარება და მართვა;
** კომპანიაში არსებული ბრენდების პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
** ეფექტური ინტერაქციული ონლაინ კავშირის უზრუნველყოფა;
** სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე რეაგირება;
** მიმდინარე და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
** სოციალური გვერდების სარეკლამო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და შედეგების გაზომვა.
** Youtobe channel-ის მართვა და შესაბამისი კონტენტის მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: პრიორიტეტი მიენიჭება მარკეტინგის მიმართულებით განათლებას;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Adobe Photoshop-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზების უნარი;
** გუნდში მუშობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშობის უნარი;
** სამუშაოს პრიორიტეტებად დანაწილების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

სამუშაო დღეები/ სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:00 სთ
შაბათი -თვეში ორჯერ 11:00-15:00 სთ;
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის # 49.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია: http://hr.palitra.ge/vacancy/0xae3d005056a2625311ead0c0b57b91ec 2020 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |