www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ჰორეკა
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

შპს "ჰორეკა" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, ელექტრიკოსის პოზიციაზე.

კომპანია "ჰორეკა" 2008 წლიდან აქტიურად ახორციელებს ევროპული ბრენდების (Tork, Tana, Columbus, Spring Air) ჰიგიენური საშუალებების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით და თანამშრომლობს კორპორატიულ კლიენტებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** დანადგარების ელექტრომომარაგებაზე სწორი შეერთება/შეკეთება;
** ელექტრომოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** ელექტრომოწყობილობების ექსპლოატაციისთვის სათანადო პირობების შექმნა;
** ელექტრული სისტემების, მოწყობილობების და კომპონენტების შემოწმება, რათა დადგინდეს საფრთხეები, დეფექტები;
** გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების ლიკვიდაცია;
** მოწყობილობების რემონტი ან დაზიანებული დეტალის შეცვლა;
** ელექტრომოწყობილობების, ძრავების, მანქანა-დანადგარების მუდმივი მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ელექტრო სქემების წაკითხვის უნარი;
** ელექტრულ მონტაჟზე მუშაობის გამოცდილება (შერჩევისას მიენიჭება უპირატესობა);
** სასურველია ერკვეოდეს მანქანა-დანადგარების ტექნიკურ საკითხებში;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო დრო: არანორმირებული.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@horeca.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |