www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: 7CoDe
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

"7CoDe" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესყიდვის პროცესების მართვა და კონტროლი;
** კომპანიისთვის საჭირო ნებისმიერი სახის საქონლის საიმპორტო შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების და ინვოისების მომზადება, დადება, მათი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
** შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიის პარტნიორებთან კომუნიკაცია, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, უკუკავშირი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საერთაშორისო შესყიდვების, იმპორტის, სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების შესრულების ცოდნა და გამოცდილება;
** ინგლისური, რუსული ენის ცოდნა ბიზნეს საქმიანობაში მისი გამოყენების მოთხოვნების შესაბამისად;
** სასურველია თურქული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამებისა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების ცოდნა;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: service@7code.org



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |