www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
მომწოდებელი: რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან უზრუნველყოფს 18 რაიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებას.

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი"-ს აცხადებს ვაკანსიას ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერთიფიკატი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის სპეციალობით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის პოზიციაზე;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციაში არსებული გაიდლაინების, პროტოკოლების და ინსქტრუქციების შესაბამისად, პაციენტისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** პაციენტის მართვა, მკურნალობის ინდივიდუალური სქემის განსაზღვრა, მკურნალობა, საჭირო მანიპულაციების განსაზრვრა/ჩატარება;
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მუკრნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
** კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტაციის წარმოება, მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების, პროტოკოლებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა ორგანიზაციაში დადგენილი წესის შესაბამისად;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობის გრძნობა
** კონფიდენციალობის დაცვა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV), დიპლომისა და სერთიფიკატების ასლები ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |