www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 10 სექტემბერი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, 2020 წლის 29 ივლისიდან, აცხადებს კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

1. მედიცინის სკოლა (დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა)

** ბიოქიმია, მოლეკულური ბიოლოგია, სამეცნიერო კვლევა: პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
** შინაგანი მედიცინა (გასტროენტეროლოგია და ჰეპატოლოგია), დიფერენციული დიაგნოსტიკა: ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
** ნეფროლოგია: პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
** ნეიროქირურგია: პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
** ზოგადი ქირურგია: ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

2. მედიცინის სკოლა (სტომატოლოგია)

** ორთოპედიული სტომატოლოგია: ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
** ადამიანის ფიზიოლოგია: პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული.

3. ბიზნესისა და მართვის სკოლა

მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

4. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

** საქართველოს და მსოფლიო ისტორია: პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
** ისტორია (ტერორიზმის პრობლემები): ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
** კრიტიკული აზროვნება და აკადემიური წერა: ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
** ბეჭდური მედია: პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
** საზღვარგარეთის მედია: ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
** ისტორია (ქართულ-ებრაული ურთიერთობები, ჰოლოკოსტის ისტორია): ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

5. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა

საჯარო მმართველობა: ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

6. სამართლის სკოლა

** სისხლის სამართალი: ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
** საჯარო სამართალი: ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული.

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით.

ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 7 (შვიდი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით.

ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 (სამი) წლის ვადით.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით.

პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები: პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/ სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად -პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/დაპუბლიკაციებით. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და გასაუბრების საფუძველზე. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

კონკურსი, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს/ინდიკატორებს:

** სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება;
** დოქტორანტის ხელმძღვანელობა/ოპონენტობა;
** ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია (პროგრამის ხელმძღვანელობა, მიმართულების ხელმძღვანელობა, სასწავლო დისციპლინის ხელმძღვანელობა, სტუდენტთა სამეცნიერო გაერთიანების ხელმძღვანელობა, აკადემიური საბჭოს წევრობა და სხვ.);
** პროფესიული განვითარება (ტრენინგები, სემინარები...);
** კვლევა/მონოგრაფია/სახელმძღვანელო;
** საერთაშორისო აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
** საერთაშორისო აკადემიური/სამეცნიერო ორგანიზაციის წევრობა;
** სახელისუფლებო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა
** ციტირება.

კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია/CV (ელექტრონული ვერსია) შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;
დ) ორი ფოტოსურათი;
ე) განათლების შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამეცნიერო შრომების ნუსხა - უნივერსიტეტის ფორმით
ზ) განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია გრანტის გამცემის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ) სამსახურებრივი გამოცდილების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა / და სხვა)
ლ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის), რომელიც წარმოაჩენს ენობრივი კომპეტენციის საკმარის დონეს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტების წარდგენის ვადაა 2020 წლის ორი სექტემბრიდან ათი სექტემბრის ჩათვლით

შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 17 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: www.gruni.edu.ge

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე, მისამართზე: თბილისი, ირინა ენუქიძის 3.

საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06/118, 593 512046, 574 899192
ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge | n.kubaneishvili@gruni.edu.ge

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) და სამეცნიერო შრომების ჩამონათვალის ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.gruni.edu.ge

შენიშვნა: სამეცნიერო შრომების ჩამონათვალის ფორმითა და CV შესაბამისი ქვებლოკით წარმოდგენილი შრომები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |