www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია თემიდა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - იურიდიული, საადვოკატო და ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.

ჩვენი კომპანია არის ქართულ-უკრაინული კომპანია და საქმიანობს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება და ანალიზი;
** სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
** საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და ანალიზი;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** წარმომადგენლობა სასამართლოებში, არბიტრაჟში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, კერძო და იურიდიულ პირებთან;
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე კერძო სექტორში (სავალდებულოა);
** სასურველია ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით;
** სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-დან 19:00 სთ-მდე) ორშაბათი-პარასკევი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |