www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი
მომწოდებელი: რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან უზრუნველყოფს 17 რაიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებას.

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა სახელმწიფო სერთიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტის პოზიციაზე;
** სასურველია სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციაში არსებული გაიდლაინების, პროტოკოლების და ინსქტრუქციების შესაბამისად, პაციენტისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** პაციენტის მართვა, მკურნალობის ინდივიდუალური სქემის განსაზღვრა, მკურნალობა, საჭირო მანიპულაციების განსაზრვრა/ჩატარება;
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობა მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
** კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტაციის წარმოება, მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების, პროტოკოლებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა ორგანიზაციაში დადგენილი წესის შესაბამისად;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** კლინიკაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობის გრძნობა;
** კონფიდენციალობის დაცვა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV), დიპლომისა და სერთიფიკატების ასლები ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |