www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 11 აგვისტო

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე კორპორატიული გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ან არასრული (მხოლოდ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსი ან მაგისტრატურის სტუდენტი) უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, Excel, PowerPoint);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული/თანმიმდევრული მეტყველების უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** გაწერილი გეგმის შესრულება;
** პრეზენტაციის მომზადება/ჩატარება და მომხმარებლისათვის სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (ლათინური შრიფტით). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადები მიიღება 2020 წლის 11 აგვისტომდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |