www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტესტირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას ტესტირების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

შპს "ალტა სოფთვეარი" გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. "ალტა სოფთვეარი" ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან.

კონკრეტულად ტესტირების სპეციალისტის კომპეტენცია მოიაზრებს შემდეგს: შპს "ალტა სოფთვეარის" პროგრამული უზრუნველყოფის, სერვისებისა და API-ების გარჩევა, ტესტირება და მხარდაჭერა, კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესების ავტომატიზაციაში მონაწილეობა (automated regression testing), test case შექმნა და განახლება, კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება, დეველოფერებთან თანამშრომლობა ტესტირების საკითხებზე, ინციდენტებისა და ახალი ამოცანების კონტროლი, პროგრამული უზრუნველყოფის სხვაგვარი მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში.

კომპეტენციის ფარგლები:

** კომპანიაში შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფისა და მოდულების ზოგადი ცოდნა, სიახლეებისა და დაკვეთების ანალიზი ტესტირებისათვის საჭირო მოცულობით (TFS-ში შესაბამისი სტატუსის მქონე ხარვეზები და ამოცანები, მხარდაჭერის სპეციალისტებთან, პროექტების მენეჯერებსა და ბიზნეს ანალიტიკოსებთან ინფორმაციის გაცვლა და სხვ.);
** ავტომატური რეგრესიული ტესტირების ქეისებისა და საჭირო სკრიპტების წარმოება, განახლება და ოპტიმიზაცია, ახალი ტესტ ქეისების დაწერა;
** ტესტ ქეისების გადატარება და შედეგების მონიტორინგი ფიქსის, ბილდის, ვერსიის გამოშვებამდე, ტესტ ქეისების შედეგების გაცნობა დეველოფმენთისა და მხარდაჭერის გუნდისათვის, შესაბამისი ინციდენტების რეგისტრირება და გამოსწორების კონტროლი;
** სატესტო გარემოების მართვა და საჭირო ცვლილებების შეთანხმება და განხორციელების კონტროლი;
** ინციდენტების ტექნიკური მხარდაჭერა და კვლევა;
** ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის დოკუმენტირება, ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესებების შეთავაზება თიმ ლიდერსა და მენეჯმენტთან;
** ხარისხის უზრუნველყოფაში არსებული ახალი მიმართულებების კვლევა და შედეგების გაცნობა კომპანიისათვის.

საჭირო კვალიფიკაცია:

** Microsoft SQL Server-ის ცოდნა;
** ტესტირების ავტომატიზაციისათვის საჭირო scripting-ის ცოდნა;
** სერვისებისა და API-ების ტესტირების ცოდნა და გარჩევის ტექნიკური გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაგებისა და პროგრამებთან მუშაობის დონეზე);
** მისასალმებელია ტესტირების ავტომატიზაციის გადაწყვეტებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ.: Test Complete).

აუცილებელი უნარები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;
** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფორმა კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2020 წლის 28 აგვისტომდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |