www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრანსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

შპს "Construction Service" (http://www.cs.ge/ge) აცხადებს ვაკანსიას ლითონის კონსტრუქციების საწარმოში, ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

მოვალეობები:

** კომპანიის ტექნიკის საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა მიმდინარე პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე
** ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე ზედამხედველობა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების და ტექ-დათვალიერების ვადების კონტროლი;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ახალი ტექნიკის ბაზარზე მოძიება და სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლების/ოპერატორების მოძიება და კადრების სამსახურთან ერთად მათი შერჩევა სამომავლო თანამშრომლობისათვის;
** ტექნიკის და მასთან დაკავშირებული აღრიცხვის ბაზების წარმოება და ყოველთვიური რეპორტის, უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@cs.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ან მობრძანდით ჩვენს შემდეგ მისამართზე: რუსთავი, მაზნიაშვილის 2



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |