www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტ-მერჩენდაიზერი, პრომო გოგონა
მომწოდებელი: კავკასია
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია, შპს "კავკასია" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-მერჩენდაიზერის და პრომო გოგონას თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: პრომო - 300 ლარი + ბონუსი; მერჩენდაიზერი - 350 + ბონუსი.

შპს "კავკასია" ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდებით - "Forward" და "Megusto".

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** სავაჭრო ობიექტზე, მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა, პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა და სიახლეების/ აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროებისამებრ, კონკრეტული პროდუქტის დეგუსტაციის ორგანიზებაში მონაწილეობა და განხორცილება;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამისი სწრაფი რეაგირება;
** პროდუქციასთან შესაბამისი ფასმაჩვენებლის სწორად განთავსება და მუდმივი კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტზე არსებული პროდუქციის სასაქონლო სახის, ვადების, ასევე შენახვის აუცილებელი წესების დაცვა და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური და პრეზენტაბელური;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული მეტყველება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: vacancykavkasia@gmail.com და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "კავკასია" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |