www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge და http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე გორში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;(სასურველია)
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება(სასურველია);
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
** მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა(საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები);
** კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
** სატელეფონო ზარების განხორციელება, პროდუქციის შეთავაზების მიზნით;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
** გაყიდვების გეგმების შესრულება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - გაყიდვების კონსულტანტი - გორი.

კომპანია "ამბოლში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |