www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე არაკომერციული შესყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. N39/41
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

ძირითადი ფუნქციები:

** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და გეგმის შესაბამისად შესყიდვების განხორციელება;
** შესყიდვების პროცესისთვის შესაბამისი დოკუმანტაციის წარმოება;
** შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა შესაბამის ობიექტებზე;
ბაზარზე ფასების კვლევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით);
** შესყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office - Word, Excel, PowerPoint, Outlook.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |