www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აბონენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გურიის რეგიონული ფილიალის ურეკისა და შეკვეთილის გაერთიანებული სერვის ცენტრის აბონენტებთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ურეკი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** ხელმძღვანელობის დავალების საფუძველზე აბონენტთა მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესრულება;
** აბონენტთა მომსახურება/კონსულტირება;
** აბონენტის დახმარება შესაბამისი განცხადების შედგენაში და უკვე მიღებული განცხადებისთვის მსვლელობის მიცემა;
** აბონენტთა ინფორმირება დავალიანებაზე, საჭიროების შემთხვევაში დავალიანების კალკულაცია;
** ბილინგის მონაცემთა ბაზების სრულყოფა, კონტროლი, მიღებული მონაცემების ანალიზი;
** შეთანხმებული პერიოდულობით, სამარშრუტო ფურცლების გენერირება და შემოსავლებისათვის დროული გადაცემა;
** წაკითხული სამარშუტოების დროული მიწოდება რეგიონისათვის და დარიცხვის სწორად წარმოების კონტროლი (სიმულაციის გავლა);
** ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** მომხმარებელთა პრობლემების რეესტრის წარმოება/ანალიზი;
** შემოსული განცხადებების შესრულების მონიტორინგი;
** სემეკის მომსახურების კომერციული ხარისხის ელექტრონულ ჟურნალში დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენის სტანდარტის დაუყოვლებლივ ასახვა და კომპეტენციის ფარგლებში, აბონენტებისთვის წყალმომარაგების დროულად აღდგენის პროცესის კოორდინაცია/კონტროლი;
** მასზე მინდობილი კომპანიის კუთვნილი ქონების დაცვა/მოფრთხილება;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის წარმოება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბერის N32 დადგენილება;
** "წყალმომარაგების ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს N17 დადგენილება;
** "წყალმომარაგების ლიცენზიატის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N22/5 გადაწყვეტილება;
** "წყალმომარაგების ლიცენზიატების კვარტალური ანგარიშგების ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N22/4 გადაწყვეტილება;
** "მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის N39 დადგენილება;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წესდება;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დებულება;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მარეგულირებელი შიდა აქტების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |