www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აგროპლასტიკი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

კომპანია "აგროპლასტიკი" 2017 წლიდან ფუნქციობს საქართველოში, სათაო ოფისით ქალაქ გურჯაანში. კომპანიამ ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრა, როგორც მაღალი ხარისხის პლასტმასის (პოლიპროპილენის) ყუთების მწარმოებელმა ლიდერმა კომპანიამ.

პლასტმასის ყუთები გამოიყენება ხილის (ატამი, ვაშლატამა, ხურმა, კარალიოკი, ვაშლი, მსხალი, ლეღვი, მანდარინი დაშ), კენკროვნების, ყველა სახის ბოსტნეულის და ყურძნის დასაწყობებისთვის და ტრანსპორტირებისთვის.

აგროპლასტიკის პროდუქცია იყიდება როგორც ცენტრალური საწყობიდან, აგრეთვე სპეციალიზებული მაღაზიებიდან და დისტრიბუტორების მეშვეობით გურჯაანში, ჩუმლაყში, მარნეულში, ლაგოდეხში, წნორში, თბილისში, გორსა და აჭარაში (ქობულეთი, ხელვაჩაური, ბათუმი).

2020 წლიდან შპს "აგროპლასტიკის" საქმიანობას სამაცივრე-გადამამუშავებელი და სასაწყობე მეურნეობები სოფელ ჩუმლაყში შეემატა.

კომპანია "აგროპლასტიკი" აცხადებს მიღებას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** საბუღალტრო-საფინანსო აღრიცხვა;
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, თანხების მოძრაობის კონტროლი, გადარიცხვების განხორციელება შიდა რეგულაციების შესაბამისად;
** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონტროლი;
** საბაჟო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვა;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების გაანგარიშება/დეკლარაციების წარდგენა.
** სალარო ოპერაციების ზუსტი და უშეცდომო წარმოება;
** ფულის მიღება და გაცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე;
** ფულადი გასავლების/შენატანების აღრიცხვა;
** საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატივების ცოდნა
** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
** სალაროს წიგნის წარმოება, შემოსავლისა და გასავლის ყოველდღიური ბალანსის წარმოება;
** დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამულ მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** თავაზიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** სოციალურ პაკეტს (ჯანმრთელობის დაზღვევა, საპენსიო დანარიცხვები)
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანდაცვის უსაფრთხოების სტანდარტებს;
** ანაზღაურება 1000 ლარიდან.
** საქმიანობის ადგილი: ქალაქი გურჯაანი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ქართულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: agroplastic.ge@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ "ბუღალტერი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 აგვისტო, 2020 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "აგროპლასტიკი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |