www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვებისა და სამედიცინო პროდუქტების მენეჯერი
მომწოდებელი: Heel
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

გერმანული ფარმაცევტული კომპანია "ჰეელ"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და სამედიცინო პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციების ჩატარების კარგი უნარი;
** საქმიანი მოლაპარაკებების გამართვის უნარი
** საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ცოდნა
** ორმაგი ვიზიტების ჩატარების უნარი
** პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, კონსტრუქციულობა
** Microsoft-ის საოფისე პროგრამების ფლობა
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

ვალდებულებები:

** გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
** ექიმებთან მუშაობის სტრატეგიის შემუშავება და კონკრეტული მიზნების დასახვა
** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა
** გაყიდვების სტიმულირება, გუნდის მართვა, მოტივირება, ყოველდღიური რეპორტინგი;
** ორმაგი და ინდივიდუალური ვიზიტების დაგეგმვა და შესრულება;
** პორტფელში არსებულ პროდუქტებზე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულება წინასწარი ფინანსური ეფექტების და კონკრეტული შედეგების გათვალისწინებით;
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, სემინარების ორგანიზება, გამართვა დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების ფარგლებში.
** რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

სამუშაო პირობები:

** ხელფასი: შეთანხმების მიხედვით
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00 საათამდე
** ხუთდღიანი სამუშაო კვირა (5/2).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: heelofficialgeorgia@gmail.com და დასახელებაში მიუთითოთ "გაყიდვებისა და სამედიცინო პროდუქტების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |