www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის შეფასების კონსულტანტი
მომწოდებელი: GCRT
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "ბრძოლა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის წინააღმდეგ საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: კონსულტანტი პროექტის სრულ შეფასებაში.

პროექტის შეფასება უნდა აკმაყოფილებდეს 5 ძირითად კრიტერიუმს:

** შესაბამისობა - რამდენად სწორად იყო დაგეგმილი პროექტის მიზნები; რამდენად არსებობს იმის მტკიცებულება რომ არსებობს პოტენციალი მიღწეული იქნეს პროექტის მიერ დასახული მიზნები და ამოცანები; ასევე, რამდენად შეესაბამებოდა პროექტის მიზნები ბენეფიციარების საჭიროებებს;
** ეფექტურობა - რამდენად სწორად და ოპტიმალურად არის გამოყენებული რესურსები (ფინანსები, ტექნიკური ექსპერტიზა, დრო, და სხვ.) სასურველი შედეგის მისაღწევად. რამდენად იქნა მიღწეული პროექტში ასახული მიზნები;
** ეფექტიანობა - რამდენად აღწევს პროექტი დეკლარირებულ მიზანს/ებს და ამოცანების შესრულებას.
** ზეგავლენა - პროექტის ფარგლებში მიღებული გრძელვადიანი პოზიტიური თუ ნეგატიური ეფექტები/შედეგები (პირდაპირი და არაპირდაპირი გზით).
** მდგრადობა - პროექტის დასრულების შემდეგ რამდენად არის შესაძლებელი, რომ იგი შენარჩუნდეს.

პროექტის შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება (იურიდიული, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური, ადამიანის უფლებები განხრით);
** მინიმუმ 2 წლიანი საექსპერტო გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების შეფასების სფეროში;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** ინგლისურ ენაზე ანალიტიკური ანგარიშების მომზადების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის უნარი.

მუშაობის ხანგრძლივობა: 45 სამუშაო დღე.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა 15 აგვისტო, 2020 წ.

გთხოვთ, CV გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@gcrt.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |