www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, ფინანსურ დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმიურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ. 6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან 18:00-მდე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** სალაროს წიგნის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით);
** მოლარე-ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნება და სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და სამუშაოს ზუსტად შესრულების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/705 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |