www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სალექციო კურსი - ომი და მშვიდობა
მომწოდებელი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 10 სექტემბერი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი აცხადებს კონკურსს სალექციო კურსში "ომი და მშვიდობა" მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაგრძელდება 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.

სალექციო კურსის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო მეცნიერები და ექსპერტები, წაიკითხავენ მოხსენებებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: კონფლიქტებისა და მშვიდობის კვლევების კუთხით არსებული სხვადასხვა თეორიული მიდგომები, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, გენდერისა და კონფლიქტების ურთიერთმიმართება, ომის მეხსიერება, კონფლიქტების გაშუქება მედიაში და სხვა საკითხები. სალექციო კურსის მიზანია, ახალგაზრდებს მიაწოდოს ცოდნა კონფლიქტებისა და მშვიდობის კვლევების შესახებ და ასევე მისცეს მათ შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები ომისა და მშვიდობის საკითხებზე.

მოწვეულ მომხსენებლებს შორის იქნებიან ნათია ჭანკვეტაძე, დავით ჯიშკარიანი, ნარგიზა არჯევანიძე, პაატა ზაქარეიშვილი, ვანო აბრამაშვილი, გურანდა ბურსულაია და სხვები. თითოეული ლექციის მოსამზადებლად მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნებათ შესაბამისი საკითხავი მასალა.

კურსი გაგრძელდება ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.

შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, საღამოს 5 საათზე, ონლაინ პლატფორმა ზუმის მეშვეობით. კურსის წარმატებით დასრულებისთვის, მონაწილეები უნდა დაესწრონ ლექციებს და ასევე მოამზადონ ესსე ან ანალიტიკური სტატია კურსის ერთ-ერთი თემის შესახებ. კურსის ბოლოს, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

შერჩევის კრიტერიუმები:

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, ბაკალავრიატის საფეხურის კურსდამთავრებულებს და ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების და სამართლის კუთხით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში. სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა, რადგან საკითხავი მასალის ნაწილი იქნება ინგლისურ ენაზე.

სალექციო კურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სამოტივაციო წერილისა და CV-ის გამოგზავნა ქართულ ან ინგლისურ ენებზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ge.boell.org და "Subject"-ის ველში სალექციო კურსი "ომი და მშვიდობის" მითითებით. მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილისა და CV-ის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დაინიშნოს სკაიპის ან ზუმის მეშვეობით ონლაინ ინტერვიუც.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 10 სექტემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |