www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი მოკლევადიანი სპეციალისტის შერჩევაზე
მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
თანდართული ფაილი: 72187_edec_3862416.zip
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

ორგანიზაცია ოთხი პროგრამული მიმართულებით მუშაობს: სამოქალაქო საზოგადოების განათლება, ეკონომიკური განათლება, ბავშვთა დაცვა და განათლება.

2017 წლიდან ორგანიზაცია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს 4 წლიან პროექტს "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა", ორგანიზაციებთან: კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორობით.

პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და ბენეფიციართა მიმართ ანგარიშვალდებულებების გაზრდა.

წინამდებარე ტექნიკური დავალება გულისხმობს მოკლევადიანი სპეციალისტის დაქირავებას, რომელიც ორგანიზებას გაუკეთებს ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" სამოქალაქო აქტივიზმისა და მოხალისეობის თემაზე გადაღებას, ტექნიკურ და ლოჯისტიკურ უზრუნველყოფს.

შემსყიდველი ორგანიზაცია: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 29.07.2020
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 03.08.2020
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 05.08.2020
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 07.08.2020
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 07.09.2020

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |