www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსტრუქტორი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

შპს "Construction Service" (http://www.cs.ge/ge) აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება-ინჟინერი/სამშენებლო მიმართულებით.
** კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office-ის ცოდნა;
** გრაფიკული კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, AutoCAD-ის ცოდნა აუცილებელია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** უცხო ენების (რუსული/ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის შესაბამისად მუშა ნახაზების შედგენა;
** პროექტის შესაბამისად მასალების მოცულობების დათვლა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებულობა.
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი.
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
** ყურადღებიანი და დეტალებში ორიენტირებული.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ 2020 წლის 24 აგვისტომდე, შემდეგ მისამართზე: vacancy@cs.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

მობრძანდით შემდეგ მისამართზე: რუსთავი, მაზნიაშვილი 2.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |