www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

შპს "კომპანია ორბიტა", რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.

შპს "კომპანია ორბიტა" არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: ETI, Morozova, Tamek, Malbi, Maestro De Oliva, Iberica, Gemo, Progam, Naturella, Viva, Italfood, NMGK, Tadim.

შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე თელავში.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა-დატვირთვების უზრუნველყოფა;
** საწყობში პროდუქციის შემოსვლის/გასვლის, გადაცემის დანიშნულების მიხედვით ან შენახვისთვის საჭირო დოკუმენტაციის სწორად წარმოების უზრუნველყოფა;
** საწყობის მუშაობის კონტროლი;
** პროდუქციის მიღება, მითვლა, საბუთებთან შედარება და პროგრამულად აღრიცხვა;
** გაცემული/გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა, ხელმოწერილი საბუთების შენახვა;
** პროდუქციის შენახვისა და საწყობიდან გაშვების (fifo მეთოდი) პროცედურების სწორად განხორციელების კონტროლი;
** საწყობში პროდუქციის სტელაჟებზე სწორად გადანაწილება/განლაგების კონტროლი;
** საწყობში შემოსული ყველა სახის პროდუქციის მიღება/მითვლა საბუთებთან შედარებით;
** ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმარება და პროცესის კონტროლი, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პერიოდიკის გათვალისწინებით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@orbita.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |