www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: FMG ოპერატორი
მომწოდებელი: ბიდი პლუსი
გამოქვეყნდა: 6 აგვისტო / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

შპს "ბიდი პლიუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას და ოფიციალურ, ექსკლუზიურ პარტნიორს შემდეგი ბრენდებისა: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia/Maylo/Berrak (ტუალეტისა და სამზარეულოს ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).

კომპანია მერვე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთისა და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს FMG ოპერატორის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანის 7-ე მ/რ-ნი, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 8:30-18:00 სთ, შაბათს 8:30-16:00 სთ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ფინანსების განხრით);
** სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება FMG-პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას);
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების პროგრამული მიღება/დისტრიბუტორებზე განაწილება;
** მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა;
** სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში;
** საწყობის ნაშთის პროგრამული ანალიზი და კონტროლი;
** ანგარიშფაქტურების გამოწერა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** შრომისმოყვარე
** მათემატიკური აზროვნების უნარით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@bdcompany.ge 27 ოქტომბრის ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |