www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: დიპლომატ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

სადისტრიბუციო კომპანია, შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე თბილისში.

შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან.

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: http://www.diplomatholding.com.ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება.
** სამოქალაქო სამართლის სიღრმისეული ცოდნა
** კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭება რუსულენოვან კადრს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა
** ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** სასამართლო პრაქტიკის მოძიება
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** პუნქტუალური, შრომისმოყვარე
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით 3X4-ზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |