www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ორეი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: 400 ლარი (სტაჟირების პერიოდში)

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადებები, წერილები, მინდობილობები და სხვა) მომზადება და ანალიზი;
** ხელშეკრულებების აღრიცხვა;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** მთავარ იურისტთან შეთანხმებით სხვა მიმდინარე საქმეების განხორციელება და მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: tamuna@orei.ge გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოფისის მენეჯერი).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |