www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: ორეი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: 400 ლარი (მზარდი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური და გაყიდვების მონაცემების ანალიზის მომზადებაში დახმარება;
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel სავალდებულოა).

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე tamuna@orei.ge და გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური მენეჯერის თანაშემწე".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |