www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზონალური მენეჯერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ზონალური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თბილისის მასშტაბით უბნების შესწავლა სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების თვალსაზრისით;
** მეიჯარეებთან და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა;
** ახალი კლიენტების მოძიება;
** უბნების ჭრილში გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება;
** არსებული გაყიდვების ქსელის შესწავლა და გაანალიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განთლება;
** სამუშაო გამოცდილება 2-3 წელი;
** გაყიდვების და პრისეილერის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებით მოთხოვნა: ავტომანქანა, რომლის საწვავის წვა არ აღემატება ქალაქში 8-9 ლიტრს.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება
** გაწონასწორებული;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** შედეგზე ორიენტაცია;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |