www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Hill City
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:30-დან 19:00 საათამდე;

პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 1 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას)
** უმაღლესი განათლება.
** ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე;

ფუნქციები:

** კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
** გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა
** მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.

აუცილებელი უნარები:

** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** CV-ის განხილვა
** გასაუბრება.

ანაზღაურება განისაზღვრება საპროცენტო განაკვეთით - გაყიდული ქონებიდან კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის 40%-ით (სახელწიფო გადასახადების გარეშე).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@hillcity.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |