www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამართლებრივი უზრუნველყოფის ოფიცერი
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი უზრუნველყოფის ოფიცრის პოზიციაზე.

სს "მისო ევრო კრედიტი" არის ევროპული კაპიტალით დაფუძნებული ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ბაზარზე. ამჟამად კომპანია წარმოგიდგენთ ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებს კონკურენტული პირობებით.

"მისო ევრო კრედიტი" მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც თავისი თანამშრომლებისათვის ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** სასამართლო, საარბიტრაჟო და აღსრულების ეტაპზე არსებული ვადაგადაცილებული სესხების სამართლებრივი პროცედურების წარმოება;
** დავალიანების დაფარვის მიზნით ვადაგადაცილებაში მყოფ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება, სატელეფონო კომუნიკაცია და ვიზიტები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიული განათლების მქონე კანდიდატებს)
** ვადაგადაცილებულ სესხებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა ( B კატეგორია);
** აუცილებელია კანდიდატს ყავდეს საკუთარი ავტომობილი.

დამატებითი უნარები:

** მოლაპარაკების წარმართვის მაღალი უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრინციპულობა;
** ორგანიზებულობა,
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge;
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციისა დასახელება.

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |