www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კავკასიის ბიზნეს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

კავკასიის ბიზნეს ჯგუფი (http://www.cbg.ge) აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ს.ს. კავკასიის ბიზნეს ჯგუფი დაფუძნდა 2014 წელს ქართველი და ამერიკელი პარტნიორების მიერ და წარმოადგენს რვა კომპანიისაგან შემდგარ ჰოლდინგური ტიპის გაერთიანებას. თითოეული მათგანი 2004-2013 წლებში დაარსდა და სხვადასხვა ბიზნეს სექტორში წარმატებით მუშაობს.

მოთხოვნები:

** უცხოელ მომწოდებლებთან დაკავშირება.
** დეპარტამენტისთვის დოკუმენტებისა და ანგარიშგების წარმოება
** საბაჟო სამსახურისთვის დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი
** საერთაშორისო ბაზარზე ფასების მონიტორინგი
** საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიების მოძიება
** დაქვემდებარებულების ეფექტური მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან მუდმივი ურთიერთობა;
** პროგრამულ სისტემებში ასახული ინფორმაციის სისწორის მუდმივი მონიტორინგი;
** კლიენტების მონაცემთა ბაზების მუდმივი კონტროლი;
** სატრანსპორტო გადაზიდვების მთლიანი პროცესის დაგეგმვა და შემდგომი მონიტორინგი;
** ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით;
** ანალოგიურ თანამდებობებზე სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5 წელი;
** საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** Word, Excel, PowerPoint - ის სრულყოფილი ცოდნა
** არითმეტიკა/კალკულაციის ცოდნა
** ინგლისური, რუსული ენების ცოდნა როგორც ზეპირი ასევე წერილობით კომუნიკაციისთვის, კანდიდატს პრიორიტეტი მიენიჭება თურქული და სხვა დამატებითი ენების ცოდნის შემთხვევაში.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება განიხილება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@cai.ge და საგნობრივ ველში მიუთითეთ: ლოჯისტიკის ხელმძღვანელი. შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |