www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი, მოლარე
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

ევროპროდუქტი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 23 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დამატებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.europroduct.ge

ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი; მოლარე

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სხვადასხვა სამუშაო ცვლა;
ანაზღაურება: განსხვავდება სამუშაო ცვლების მიხედვით:
დარბაზის კონსულტანტი - 450 - 750 ლარი. (დამატებით ყოველთვიურად გაიცემა 50 ლარის პროდუქცია);
ხაზის კონსულტანტი/მოლარე-კონსულტანტი - 470ლ. - 790ლ. (დამატებით ყოველთვიურად გაიცემა 50 ლარის პროდუქცია);
მოლარე - 500ლ.-840ლ. (დამატებით ყოველთვიურად გაიცემა 50 ლარის პროდუქცია);
სტაჟირება: ანაზღაურებადი (სტაჟირების წარმატებით გავლისა და ოფიციალურად ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში), ხანგრძლივობა: 10 დღიდან-2 კვირამდე (დამოკიდებულია კანდიდატის მონდომებასა და ათვისების შესაძლებლობაზე);

მოთხოვნები:

** ასაკი: შეუზღუდავი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) ;
** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია კანდიდატი ფლობდეს რუსულ ან/და ინგლისურ ენას;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფლობდეს კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქციის შესახებ სრულ ინფორმაციას;
** გაუწიოს მომხმარებელს სრულფასოვანი კონსულტაცია პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე აქციების შესახებ;
** აკონტროლოს და დროულად შეცვალოს ფასმაჩვენებლები ობიექტზე წარმოდგენილ პროდუქციაზე;
** FIFO და მერჩენდაიზინგის სხვა პრინციპების დაცვით პროდუქციის დროულად და სწორად განთავსება სავაჭრო სივრცეში/საწყობში.
** აკონტროლოს ვადაგასული პროდუქციის ვადები;
** პროდუქციის შესახვისათვის აუცილებელი პირობების დაცვა/მონიტორინგი;
** რეალიზაციის ზრდის სისტემატიური სტიმულირება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება.

თუ თვლით, რომ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@europroduct.ge და "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |